
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხიდან წერილი გაავრცელა და მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს მიმართა. წერილში საუბარია მამის მოწოდებაზე, რომ მან ციხეში შიმშილობა შეწყვიტოს. მესამე პრეზიდენტის მიმართვა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
"ნიკა ძვირფასო, ბავშვობიდან არამხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალიც იყავი, სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა და ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა. ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ, შენი მიშა," - ნათქვამია წერილში
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართავს და სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს. ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ შვილთან სხვა ტიპის კომუნიკაციის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიეცა, ამიტომ მიმართვა Facebook-ზე გამოაქვეყნა.