"მთავარის" ინფორმაციით, ბათუმში ნგრევასთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე ორი მუშა და აზერბაიჯანის მოქალაქე იმყოფება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შენობის ნგრევასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ორი მუშა და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე იმყოფება. 

საქმე ეხება სამუშაოების არასწორად წარმართვას - კორპუსის ორ სივრცეში პირველ და მეორე სართულებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ერთ-ერთს აზერბაიჯანის მოქალაქე აწარმოებდა, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ერთ-ერთი სივრცე. ხოლო მეორეში ყოფილ სალონს რესტორნად აკეთებდნენ. 

"მთავარმა არხმა" დაადგინა, რომ ეს პირები, ორი მუშა და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამუშაოებზე, უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან გამოკითხვაზე. 

ისინი სამართალდამცველების კითხვებს მოწმის სტატუსით პასუხობენ. არ არის გამორიცხული ეს სტატუსი გამოძიების მიმდინარეობისას შეიცვალოს. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი