სფფ: მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველო-საბერძნეთის დღევანდელ მატჩათნ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ფიფამ და უეფამ თამაშის გადადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რის გამოც მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, წუთიერი დუმილით დაიწყება და ფეხბურთელები შავი სამკლაურებით იასპარეზებენ:

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს!" ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი