წირვა პრეზიდენტის თხოვნით - საპატრიარქოს განმარტება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, დღეს, 9 ოქტომბერს პრეზიდენტის თხოვნით სვეტიცხოველში შეკვეთილი წირვა აღევლინებოდა, საპატრიარქო განმარტებას ავრცელებს და წერს, რომ ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება:

"შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას:

ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ facebook-გვერდზეა გავრცელებული:

,,ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე,
სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში
აღესრულება საღმრთო ლიტურღია.

10.10. 21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ.ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი.
ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური,
არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)",-წერია საპატრიარქოს განცხადებაში.​

პრეზიდენტმა წირვის ჩატარება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო ითხოვა. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შსს-მ  ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა.

საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ბათუმში გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი