
ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამობრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში 4 ავტომობილი მონაწილეობდა.
ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მთავარი არხის" ვებგვერდი მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.