"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ გორის ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოიღო ბრიტანეთის მოქალაქის კუთვნილი მობილური ტელეფონი. სავარაუდოდ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა ის დაალომბარდეს.
საკვებ ობიექტში კი სადაც მოკლული ახალგაზრდა ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა, ამბობენ, რომ მათთან არც ჩხუბი ყოფილა და არც ალკოჰოლი დაულევიათ.
28 წლის ტურისტის ცხედარი მტკვარმა რამდენიმე დღის წინ გამორიყა. გამოძიების ინფორმაციით, ის 4-მა პირმა მოკლა და წყალში გადააგდო. დაკავებულია 5 ადამიანი, რომელთაგან ერთს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
მათ ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ.