საქართველოში პლაქვენილის გამოყენება შეაჩერეს

გამოქვეყნდა:

საქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით, პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, დროებით შეაჩერა.

"პლაქვენილის" გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პლაქვენილის სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - აცხადებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო, როგორც სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა, ჯანმო-ს რეკომენდაციას იზიარებს და მედიკამენტის გამოყენებას აჩერებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის ახალ გაიდლაინს უწყება მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი