"მოლოდინი გვაქვს ოპტიმისტური" - სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 

გამოქვეყნდა:

რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და  დავით დვალი კუთვნილი წილების დაბრუნებას მოითხოვენ ამჟამინდელი მეპატრონისგან - ქიბარ ხალვაშისგან. 

საქმე ეხება კომპანიის 60%-იან წილს. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ მოლოდინი ოპტიმისტური აქვთ, თუმცა თუ მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, დავის გაგრძელებას გეგმავენ.

მოპასუხე მხარე, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და რუსთავი 2-ის დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ საქმე ხანდაზმულია, შესაბამისად მოსამართლემ ის არ უნდა დააკმაყოფილეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი