მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახადოს - გოცირიძე

გამოქვეყნდა:

"დაიწყო პანდემიის მეხუთე ტალღა და იგი როგორც ჩანს, იმაზე მძიმე იქნება და მოჰყვება იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე იყო წინა შემთხვევებში.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს ზოგიერთ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის აცრა სავალდებულო გახადოს, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია დაწესებული ( საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და ა. შ). აქამდე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ანგარიშს უწევს ანტივაქსერ ამომრჩევლებს.

აგერ, ლატვიაში, აუცრელ მოქალაქეს სუპერმარკეტში არ უშვებენ, ჩვენთან კი მთავრობამ წინასაარჩევნოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული ჯარიმებიც კი ჩამოწერა.

საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესწირა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე."

წერს ენმ-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი