მე რა შუაში ვარ, გამოკითხვაზე რატომ უნდა დამიბარონ?! - მეუფე სტეფანე სუს-ის ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

"მე რა შუაში ვარ, გამოკითხვაზე რატომ უნდა დამიბარონ?" - ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ჩანაწერებში მოხვდა. მან მედიასთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ რატომ უსვამენ ჟურნალისტები ამ თემაზე კითხვებს, ვერ ხვდება.

"არ ვიცი მე სუს-ის ჩანაწერები, თქვენ დაადგინეთ, რომ სუს-მა გადაიღო?! თქვენი დასადგენია?! არ ვიცი, მე რას მეკითხებით, არ ვიცი მე. არ ვიცი მე ეს რა არის და აზრი არ აქვს, ვიჭორაოთ?! რატომ მეკითხებით ასეთ კითხვებს, მე რა შუაში ვარ, იქ რატომ უნდა დამიბარონ [გამოკითხვაზე]", - თქვა მეუფე სტეფანემ. 

ცნობისთვის, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანესგან კითხვებზე პასუხს ითხოვდა. დაპირისპირებიდან მალევე მეუფე სტეფანემ 10-მდე სასულიერო პირი ეკლესიიდან სრულად განკვეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი