ერთ-ერთი პატიმრის ახლობლის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 ციხეში, ხანძრის შემდეგ ბუნტი დაიწყო, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებენ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაზის აფეთქების შემდგ გაჩნდა.
"მთავარი არხის" გარდაცვლილების ვინაობას არ ასახელებს.
რაც შეეხება ბუნტს - როგორც პატიმრების ადვოკატები ამბობენ, მათი ინფორმაციით, გარკვეულ პროტესტს ციხეში ხანძრის შემდეგ ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე იქამდე ვერ საუბრობენ, ვიდრე დაცვის ქვეშ მყოფებს არ შეხვდებიან.
ჯერჯერობით არ იგეგმება პატიმრების სხვა ციხეში გადაყვანა, იმის მიუხედავად, რომ სამზარეულოს ხანძრის გამო კვების პრობლემა შეიქმნა.
"გუშინ მთელი დღე ვეხვეწებოდი ციხის ადმინისტრაციას, რომ როგორმე ევაკუაცია მომხდარიყო სხვა ციხეში, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ გააკეთეს და ცოცხლად გაგუდეს პატიმრები" - ამბობს ადვოკატი ლექსო კობიაძე.
მისი თქმით, მამის მიზეზი ისაა, რომ ვერც დეპარტამენტმა და ვერც მინისტრმა პასუხისმგებლობა ვერ აიღო.
რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს და სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდგ გახდება ცნობილი, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.
საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.