დალეწილია კარი, ვიტრინები, წაღებულია ნივთები - პეკინზე საიუველირო მაღაზია გატეხეს

გამოქვეყნდა:

პეკინის გამზირზე გუშინ გვიან ღამით, საიუველირო მაღაზია "ფიორელა"-ში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ - ჩამსხვრეულია ვიტრინები და წაღებულია სამკაულები.

მაღაზიის მეპატრონემ მომხდარის შესახებ დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომლებმაც 112-შიც დარეკეს, მაგრამ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად საგამოძიებო ჯგუფი მივიდა.

"მოვედით და დაგვხვდა ის რაც დაგვხვდა, დამტვრეული, დალეწილი კარი, ვიტრინები, ნივთები წაღებული, განადგურებული და დარბეული, ეს უკვე მეორედ ხდება. ხომ შეიძლება დამეხმაროს ამ მერიის სამსახური, ზედამხედვრლობის სამსახური", - თქვა მეპატრონემ.

გამომძიებლებს სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული მტკიცებულებები უკვე გადაეცათ. შსს-მ უკვე დააკავა ბრალდებულები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი