სამინისტრო: დისტანციურ სწავლაზე 108 სკოლა გადავიდა, ვირუსი მოსწავლეების – 0,6%-ს დაუდასტურდა 

გამოქვეყნდა:

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლაზე კორონავირუსის გავრცელების გამო 108 სკოლა, 687 კლასი გადავიდა. უწყება აცხადებს, რომ სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", -წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი