„აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30% და მთელი მოსახლეობის 20%. ასეთი გზით 60%-ზე ვერ ავალთ წლის ბოლომდე. ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და სამწუხაროდ, გარდაცვალების მატებისთვის. შეუძლებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება - არ ვიცი, რა ენით გამოვხატო - დავუჩოქო, მოვთხოვო, კატეგორიული ტონით თუ პირიქით თხოვნით"
ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე არსებულ ეპიდვითარებასა და ჩავარდნილ ვაქცინაციასთან დაკავშირებით.