მიათრევდნენ მეგობარს და გამოვესარჩლე... შერჩევითი სამართლის სისტემაში ვცხოვრობთ - თაბაგარი მისი დაკავების დეტალებზე

გამოქვეყნდა:

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარე ბარ "საქსესთან" 10-მდე პოლიციელი თავს დაესხა.

როგორც თაბაგარი აღნიშნავს, სამართალდამცველები მისი ერთ-ერთი მეგობრის განყოფილებაში გადაყვანას ცდილობდნენ, რა დროსაც მან კითხვები დასვა, ამის შემდეგ კი ძალის გამოყენებით ისიც დააკავეს და ნახევარი საათის განმავლობაში წყლის დალევის შესაძლებლობაც არ მისცეს. 

Tbilisi Pride -ის ორგანიზატორი, ამბობს, რომ მაშინ, როდესაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, შს სამინისტრო მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად იცლის. 

"პოლიციელები მიათრევდნენ ერთ-ერთ მეგობარს და თანამშრომელს, უსახლკარო ადამიანს. გამოვესარჩლე და ვეკითხებოდი ყველა პოლიციელს რატომ აკავებთ, რატომ მიგყავთ და ამ ადამიანის გამოხსნის პროცესში მეც დამაკავეს. 

უსამართლო  სისტემაში ვცხოვრობთ, ქვეყანა, სადაც 5 ივლისი მოხდა, ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან, 3 თვეზე მეტი გავიდა, როცა ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ მათი პასუხისმგებლობა იდგეს და ასეთი შერჩევითი სამართლის სისტემაში გვიწევს ცხოვრება", - ამბობს გიორგი თაბაგარი. 

გიორგი თაბაგარს შსს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავება. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული 5 ივლისს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

თაბაგარის სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი