კატასტროფულად დაწეულია მომართვიანობა... აუცრელ მოსახლეობასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო - მაია ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება მეხუთე ტალღის დასაწყისზე მიანიშნებს.

მაია ჩხაიძის თქმით, ვაქინაციაზე მიმართვიანობის ტემპმა "კატასტროფულად დაიწია".  

"პრაქტიკულად დასაწყისია მეხუთე ტალღის, შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. კატასტროფულად დაწეულია, აღარ ვიცი რა სიტყვა ვუწოდო, კატასტროფულად, მესამედი კი არა მეათედია იმ რაოდენობის მომართვიანობის, რაც აქამდე იყო. ჩემი მოსაზრება ასეთია, ვისაც უნდოდა ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა და დარჩენილ მოსახლეობასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო. ან უნდა დაწესდეს მანდატორულად, რომ უნდა იყვნენ აცრილები, სხვანაირად ვერ ვაჩერებთ პანდემიას", - ამბობს მაია ჩხაიძე 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ამავე თემაზე:

ვადგავართ პოპულაციური იმუნიტეტის შექმნის ბუნებრივ გზას, რაც დიდ ადამიანურ დანაკარგებთან ასოცირდება | ექიმები ჩავარდნილ ვაქცინაციაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი