სროლა ხობის ცენტრში - ინციდენტი პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა

გამოქვეყნდა:

სროლა იყო ხობის ცენტრში. ერთმანეთს ორი პირი ხალხმრავალ ადგილას რესტორან "კოლხაში" დაუპირისპირდა. შეიარაღებული მამაკაცი  რესტორანში იმ დროს შეიჭრა როდესაც შენობაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

ირკვევა რომ პირი რესტორანში შურისძიების მოტივით მივიდა, მასთან კონფლიქტში მყოფ პირს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა, თუმცა თავდამსხმელმა სროლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.  გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების სავარაუდო მოტივი ეჭვიანობა გახდა.

გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი