28 გარდაცვლილი და 4 581 ახალი შემთხვევა - 17 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი, 2 494 კი გამოჯანმრთელდა. 

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 123 კვლევა, აქედან 24 852 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 271​ ​PCR-ით. 16 ოქტომბერს აიცრა 4 681 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,93%-ია, ბოლო 14 დღის - 8,31%-ია, 7 დღის - 8,99%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 525 შემთხვევა;
  • აჭარა - 161;
  • იმერეთი - 876;
  • ქვემო ქართლი - 255;
  • შიდა ქართლი - 200;
  • გურია - 112;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 349;
  • კახეთი - 878;
  • მცხეთა-მთიანეთი - 80;
  • სამცხე-ჯავახეთი - 95;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 40 359 აქტიური შემთხვევაა. 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 790, აჭარაში - 491, იმერეთში - 1 299. მძიმე პაციენტია 1 193 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 85, იმერეთში - 419. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 21, იმერეთში - 27.

984 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 520 - თბილისში, 256 - აჭარაში. 34 038 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 871 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 662 334 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 612 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 468 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი