ხმაური იყო ცოტა ხნის წინ რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში, სადაც კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცლილის ოჯახი კლინიკისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს, რა ვითარებაში დაიღუპა მათი ოჯახის წევრი.
მას შემდეგ რაც ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა, კლინიკაში სხვა პაციენტების ოჯახის წევრებიც მივიდნენ და მათი ახლობლების სხვა საავადმყოფოებში გადაყვანა მოითხოვეს. ისინი ფიქრობენ, რომ მარდალეიშვილის კლინიკაში პაციენტებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაც გამოიძახეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.