"3 წლის ბავშვი ჰყოლია საცოდავს...5-ჯერ გასროლის ხმა გავიგე" - თბილისში მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა

გამოქვეყნდა:

თბილისში მოკლულ 30 წლამდე ქალს, რომელიც გუშინ გვიან ღამით სახლში ჩაცხრილეს, მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. 

გაზაფხულის 23 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. გუშინ გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

"ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ გვიან იყვნენ [სამართალდამცველები]. პოლიციას არ გამოვუკითხივართ.შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი, გუშინ შემეშინდა ეს ხმა რომ გავიგე",- ყვებიან ადგილობრივები.

მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე 5 -ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

თბილისში ქალი მოკლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი