ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი უკვე ქვეითად მოსიარულე პირს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
ქუთაისში ამ ქუჩაზე ავარიების რაოდენობა სისტემატურად ფიქსირდება. რამდენიმე კვირის წინ, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა 11 წლის გოგო იმსხვერპლა.