ქვეყანას ეკონომიკური პოლიტიკა არ ჰქონია - ირაკლი ყიფიანი

გამოქვეყნდა:

5%-იანი ეკონომიკური ვარდნა მხოლოდ 5% არ იქნება და ეს შესაძლოა, 10-დან 15%მდე იყოს, - ასე პასუხობენ ეკონომისტები ნათია თურნავას დღევანდელ განცხადებას. 

მათი შეფასებით, ეკონომიკური ვარდნა ქვეყნისთვის ძალიან რთული შედეგია. თვლიან იმასაც, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გადამლაშებული იყო და ხელისუფლებამ რეგულაციები დროულად არ მოხსნა. 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ას ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს ამ დროისთვის ეკონომიკის ვარდნის ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს.

ის ფაქტია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად ჩამოინგრა პანდემიის შემდეგ, ვიდრე მსოფლიოს ასი ქვეყნის ეკონომიკა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენ გვქონდა წლების განმავლობაში არასწორი, და შეგვიძლია ვთქვათ რომ არც გვქონდა ეკონომიკური პოლიტიკა. სწორედ ამის შედეგია რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი დრამატულად იზრდება, - ამბობს ირაკლი ყიფიანი. 

ეკონომიკის მინისტრი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის შედეგია. მისივე თქმით, მიმდინარე წელი მოსახლეობისთვის რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი -3.6 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი