სუს-ის უპრეცედენტო გამოძიება - "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე მუსლიმთა შეიხის განცხადებებს უკავშირდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სუს-ის მიერ დაწყებული უპრეცედენტო გამოძიება მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს შეიხის საქმეს უკავშირდება. მირტაგ ასადოვი უწყებამ რამდენიმე კვირის წინ მის მიერ გაკეთებული საჯარო განაცხდების საფუძველზე დაკითხა. განცხადება დახურული მეჩეთების ფონზე, მართლმადიდებელ ტაძრებში საზეიმო ლიტურგიების ჩატარების უფლებას ეხებოდა.

გამოძიების კიდევ ერთი საფუძველი, შესაძლოა, მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, საბჭოთა რეჟიმის კომისრის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხი გამხდარიყო, რაც ბოლო პერიოდში ხმაურიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციის წარმომადგენელი აგილ მუსტაფაევი სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას მიესალმება. ამბობს, რომ რეალურად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაპირისპირებას უწყობენ ხელს, გარდა ამისა, მისივე თქმით, დაპირისპირებაში აქტიურ როლს თამაშობს რუსული პროპაგანდისტული მედია. მუსტაფაევი იმედოვნებს, რომ გამოძიება რეალურ შედეგებამდე მივა.

თავად მირტაგ ასადოვს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პირად საუბრებში ამბობს, რომ სუს-ის გადაწყვეტილებას მიესალმება. მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს შეიხი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება.

საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები, რომლებიც ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ - ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც წერია, რომ უწყებამ გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე. განცხადებაში საუბარია ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიებზე - ქვემო ქართლსა და კახეთზე. 

თუმცა უწყება არ აკონკრეტებს რა ფაქტებზეა საუბარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი