ე.წ. საბურთალოს კლასტერი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ, ეპიდემიოლოგებმა კლინიკაში კიდევ ორი პაციენტი გადაყვანეს. მათ, სავარაუდოდ, კოვიდ 19 სწრაფი ტესტით დაუდასტურდათ.
ნუცუბიძეზე, დევნილების დასახლებაში, ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიკვლიეს და მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ გარეთ გასვლა და ადამიანებთან კონტაქტი მაინც უწევთ.
დღეს ყველა ვინც იყო დავასრულეთ. მაქსიმალურად ყველა რისკის ქვეშ მყოფი მოვიცავით. პასუხებს დრო სჭირდება, ის ორი ადამიანი იყო პირდაპირი კონტაქტები, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ტესტირების დასრულების შემდეგ.
ე.წ. საბურთალოს კლასტერი დღეს დილით გაჩნდა. ნუცუბიძეზე ერთ-ერთი კორპუსის 11 მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. დღეს დატესტილი მოქალაქეების პასუხები კი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.