საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 ადამიანი, 2 082 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 56 555 კვლევა, აქედან 42 546 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 009 PCR-ით. 18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10.15%-ია, ბოლო 14 დღის - 8.64%-ია, 7 დღის - 9.12%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 44 043 აქტიური შემთხვევაა. 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 927, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 303. მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 105, იმერეთში - 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 25, იმერეთში - 28.
1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 538 - თბილისში, 283 - აჭარაში. 37 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 670 552 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 616 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 546 კი გარდაიცვალა.