ჰქონდა შიშები, რომელსაც რიგ შემთხვევაში ბავშვის მამას უკავშირებდა - ანასტასია შატალოვას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ შატალოვას შიშები ჰქონდა, რომელიც რიგ შემთხვევაში, მისი ბავშვის მამას უკავშირდება. 

რაც შეეხება, ჩეჩენ კაცს, რომელმაც "მთავარი არხის" ინფორმაციითშატალოვას მკვლელობა დაუკვეთა, უფლებადამცველი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ქალბატონს ჰქონდა შიშები და არავინ შეეცადა, რომ ჯეროვნად ყოფილიყო გაქარწყლებული მის მიმართ ეს შიშები. ამ შიშებს, რიგ შემთხვევებში ბავშვის მამას უკავშირებდა. მე ჩეჩენ პიროვენბასთან დაკავშირებით არ მსმენია რომ გარდაცვლილს კონფლიქტური სიტუაცია ჰქონოდა", - თქვა ადვოკატმა.

25 წლის ანასტასია შატალოვა გუშინ 18 ოქტომბერს მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია რომ დაკავებულია 3 პირი. ამასთან, სამართალდამცველებმა გუშინვე გაჩხრიკეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელი სახლი. ცნობილია, რომ წლების განმავლობაში ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შვილთან დაკავშირებული დავა ჰქოდნათ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი