
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ვიდეოკლიპებზე, რომელის მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ბევრი იხალისა.
ეს განცხადება ნიკა გვარამიამ დღეს, რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.
"ძალიან ბევრი იხალისა მანაც და მეც იმაზე, რასაც "ქართული ოცნება" კლიპების სახით ავრცელებს. დღეს რასაც საუბრობს ქართული ოცნების ლიდერები, რასაც საუბრობენ, მისი აზრით და ჩემი აზრითაც, ეს არის დამარცხების უტყუარი ინდიკაცია და ეს ნამდვილად ასეა",- თქვა ნიკა გვარამიამ.
იხილეთ ასევე: