პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ერთ-ერთს, ბაჩუკი ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას ედავება.

ამავე საქმეზე დაკავებულ ლევან რაჯავს ბრალი პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ედება.

რაც შეეხება მესამე დაკავებულ, ბიძინა ხასიას, მას ბრალად ედება პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარება.

გამოძიების თანახმად, დაკავებულთაგან ლევან ლატარიამ ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან ბიძინა ხასიას მანქანით მიიმალა, რა დროსაც მას მკვლელობის შესახებ უამბო. ლატარია მისსავე სახლში,  გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს და ბინიდან ნარკოტიკი ამოიღეს. ბიძინა ხასია კი დანაშაულის დაფარვისთვის მისი მეგობრის - ლევან რაჯავის სახლში აიყვანეს, რა დროსაც, გამოძიების ცნობით, მან ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, სამართალდამცველებისკენ ისროლა და მიმალვა სცადა.

სასამართლო დაკავებულების აღკვეთზე დღეს იმსჯელებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი