მოსამართლეების დევნა კრიტიკული მოსაზრებებისთვის - სტრასბურგმა მაია ბაქრაძის საქმის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

დამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსამართლე მაია ბაქრაძის საქმის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, მოსამართლედ ხელახალ დანიშვნაზე  უარი ეთქვა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში", რომელიც ბაქრაძის ინტერესებს იცავს, ამბობენ, რომ ეს საქმე ერთ-ერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებების.

"როგორიც არ უნდა იყოს მოლოდინი, დღევანდელი ფაქტი, ის რომ სახელმწიფომ საზღვრებს გარეთ ოფიციალური პასუხი უნდა დააფიქსიროს, იმიტომ რომ ჰყავს იუსტიციის საბჭო, რომელიც დევნის მოსამართლეებს. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება დადგება ისეთი, რომელიც დააზარალებს ამ ჩაბეტონებულ სისტემას და ეს იქნება ხვალინდელი მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯი",- თქვა მაია ბაქრაძემ.

უფლებადამცველის განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი