დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წამახალისებელმა ლატარიამ პროცესს დიდი სტიმული ვერ მისცა.
"სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაეცა. ვინც იყო მოტივირებული, მოვიდნენ და აიცრნენ. ახლა მეორე ნაბიჯია, რაც ახლა კეთდება, მივიდეთ ადამიანებამდე და მესამე პირდაპირი ან არაპირდაპირი მანდატორიზმი. რაც შეეხება წამახალისებელ ლატარიას, გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არა" - ამბობს გამყრელიძე.