კრიმინალური გარჩევა გორში და ჩხუბი ქვებით - სავარაუდოდ დაჭრილია ერთი ახალგაზრდა

გამოქვეყნდა:

გორში, ფარნავაზის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 6 ახალგაზრდას შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 5 ადგილობრივი თბილისიდან ჩასულ პირს ქვებითაც დაუპირისპირდა. ის გორმედშია გადაყვანილი და ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს.

სამართალდამცველები ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, ჩხუბის ხუთივე მონაწილე დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი