კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა,   გამოჯანმრთელდა ხუთი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი შემთხვევების უმრავლესობა, ბოლნისიდანაა. 

26 შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. მინდა, განგიმარტოთ აღნიშნული 18 შემთხვევა - იცით, რომ ამ სოფელში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. დანარჩენი რვა შემთხვევიდან, ოთხი არის საკარანტინო სივრციდან და ოთხი არის დადასტურებული შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული. იცით, ახლა სულ „საბურთალოს კლასტერზე“ რომ საუბრობთ. ოთხი თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო „საბურთალოს კლასტერი“, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ ოთხი- ამბობს ეზუგბაია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 605-ს შეადგენს.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი