ბოლნისის კლასტერი გაფართოვდა - კორონავირუსი 18 პირს დაუდგინდა.
აქედან 17 ინფიცირებული სოფელ მუშევანში მცხოვრებია. ინფიცირებულიდან ერთი ბოლნისის სასწრაფო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და ბრიგადის მძღოლია. ყველა მათაგანი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა. სოფელი მუშევანი ამ დრომდე ჩაკეტილია და იქ საკარანტინე შეზღუდვები მოქმედებს.
როგორც გავიგეთ, ახალი შემთხვევებია დაფიქსირებული. იმედია ბოლნისში გავრცელება არ იქნება და არ ჩაკეტავენ - ამბობს ადგილობრივი .
ბოლნისი 23 მაისს გაიხსნა. სოფელი მუშევანი და გეტა ჩაკეტილი რჩება. დღეს კორონავირუსი 26 პაციენტს დაუდასტურდა. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია.