
აგრარულ ბაზრებს გახსნის შემდეგ მოვაჭრეებს შეზღუდვების დაცვა უწევთ - დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი ვრცელია.
აუცილებელია სამუშაო დღის ბოლოს ტერიტორიის დეზინფექცია, მომხმარებელთა რაოდენობის გაკონტროლება, ასევე პირბადეებისა და ხელთათმანების გამოყენება. ბაზრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ყოველდღიური შემოსავლის მისაღებად, იძულებულები არიან, რეკომენდაციების ნაწილი მაინც დაიცვან, რაც მათთვის დამატებით სირთულეს წარმოადგენს.
"ვახერხებთ, რა გავაკეთოთ. რაც საჭიროა უნდა გაკეთდეს ჩვენს მოხერხებაზეა ახლა. დისკომფორტი კი არის, მაგრამ რას იზამ...მეტნაკლებად რთულია , - ამბობს მოვაჭრე.