საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 29 ადამიანი, 2 896 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 53 700 კვლევა, აქედან 33 678 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 022 PCR-ით. 20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,21%-ია, ბოლო 14 დღის - 8,83%-ია, 7 დღის - 9,05%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 48 358 აქტიური შემთხვევაა. 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 057, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 288. მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 115, იმერეთში - 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 28, იმერეთში - 29.
1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 271 - აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 680 182 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 622 181 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 617 კი გარდაიცვალა.