5-6 ივლისის მოძალადეების პროცესი -ჟურნალისტებზე თავდამსხმელებისთვის აღკვეთის გადახედვა იგეგმება

გამოქვეყნდა:

5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე, ადმინისტრაციული დევნის შეწყვეტის შემდეგ, დღეს საქალაქო სასამართლოში, 27 ბრალდებულის სასამართლო პროცესი იმართება. დღეს, ჟურნალისტებზე თავდამსხმელებისთვის, რომლებსაც 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, აღკვეთი ღონისძიების გადახედვა იგეგმება. 4 სასამართლო პროცესი, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის მოძალადეების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება შეწყდა.

ჯამში ადმინისტრაციული წესით საქმე აღძრული იყო 100-ზე მეტი პირის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ პირდაპირ ეთერში და ჩართული კამერების წინ ჩადენილი სამართალდარღვევების დასამტკიცებლად პოლიციამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება.

ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი