უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. როგორც "მთავარმა არხმა" გაარკვია, კაცი ისანში, უჯარმის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ის სახლში, გასულ ღამეს, მეგობრებთან ერთად დაბრუნდა. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქს მიყენებული.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფება. დაწყებულია გამოძიება.