
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე მეოთხე დაკავებულის, გიორგი ნარიმანიძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს.
პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.
ადვოკატი დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით კურტანიძის აცილებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და პროცესი გრძელდება.
პროკურორმა კი ადვოკატ გიორგი გოგინავას აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.
აცილების შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება ნარიმანიძის დაცვამ იმ მოტივი მიიღო, რომ სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ გასცა დაკავების ნებართვაც, შესაბამისად ადვოკატები ამბობენ, რომ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი და მოსამართლეს დაკავებულის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებაც უკვე წინასწარ აქვს მიღებული.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს არაერთი მოწმის გამოკითხვა, ვიდეომასალა და ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე 4 პირია დაკავებული. ნარიმანიძე გუშინ, 20 ოქტომბერს დააკავეს.