ხელისუფლება ამ ციფრებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენებს - ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა ზარდას საგანგაშოდ არ თვლიან

გამოქვეყნდა:

ეპიდემიოლოგები კოვიდინფიცირების მაჩვენებლის გაზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ - თუმცა, მათი თქმით, კონტროლი და კლასტერების გამოკვლევა საჭიროა. ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, ახალი შემთხვევები უკვე არსებული კერიდან დაფიქსირდა და კომენდანტის საათის მოხსნასთან კავშირი არ აქვს. 

ეს შედეგი არ არის ის რომ ტრანსპორტი გავხსენით და იმის შედეგია. მთავრობას , როცა მას პოლიტიკურად მოუნდება ამ მდგომარეობას გამოიყენებს პოლიტიკური ინტერესებით და გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას. არც ხუთი არც ოცი შემთხვევა არ არის ის მაჩვენებელი ,რომლის გამოც განგაში უნდა ავტეხოთ, - ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის ექსპერტი. 

ოპოზიციის განცხადებით კი საგანგებო მდგომარეობის მოხსნა დაგვიანებულიც კი იყო . მათი თქმით, ეკონომიკის კრიზისის ფონზე შეზღუდვები უფრო ადრე უნდა მოხსნილიყო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი