ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს ვირუსი საკარანტინო ზონაში ყოფინისას გამოუვლინდა.

ცხინვალში სულ კორონავირუსით დაავადებულ 39 ადამიანს მკურნალობენ, მათგან რამდენიმე ექიმია. 28 ინფიცირებული პაციენტია ოკუპირებულ აფხაზეთშიც. რამდენიმე მათგანის მდგომაროება ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი