დიახ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება - სერგეენკო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება. სერგეენკოს თქმით, გეგმა იყო, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აცრილიყო, თუმცა ახლა ამის ნახევარიც არ არის აცრილი.

რა თქმა უნდა, გვაქვს [დაგვიანებული ნაბიჯები]. დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, - თქვა დავით სერგეენკომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი