5 ივლისს პოლიციელის გინების გამო, თაბაგარი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე, "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნო. 

პროკურატურა მისთვის 15-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს, პოლიციელის გინებისთვის თაბარგარის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით საქმე აღძრეს. 

შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.

რადიკალური ჯგუფები ასევე "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის დარბევაც. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია. სცემეს 50-ზე მეტი ჟურნალისტს. სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სასტიკად "TV პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს, დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი