როგორ ფიქრობთ, ეს მასალები გადავეცი მე ტვ "იმედს"? საღ აზრთან არის? - ბასილაია პროკურატურას პასუხობს

გამოქვეყნდა:

როგორ ფიქრობთ, ეს მასალები გადავეცი მე ტვ "იმედს"? საღ აზრთან არის? - ასე უპასუხა პროკურატურის განცხადებას მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ. 

ბასილაიას თქმით, პროკურატურის მიერ მისთვის გადაცემულ მასალებში მსგავსი ჩანაწერები არ არის. 

"ამ საქმეში მასალები გადმოგვეცა 2 ადვოკატს. ნარიმანიძის ადვოკატს ეს მასალები გადაეცა მაშინ, როდესაც ტვ "იმედს" ეს მასალები უკვე გავრცელებული ჰქონდა. რაც შეეხება მეორე ადვოკატს ეს ვარ მე. როგორ ფიქრობთ, ეს მასალები გადავეცი მე ტვ "იმედს"? საღ აზრთან არის?

ამავდროულად, პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში არ არის ეს. დამაკლეს? არ მომცეს? დამიმალეს? მე მაქვს პროკურატურისგან რამდენიმე მეხსიერების ბარათი, რომელშიც ეს მასალა ჩაწერილი არ არის. უფრო მეტიც, მე დავუკავშირდი საქმის გამომძიებელს და ვკითხე: ეს მასალა ნამდვილად არის საქმის მასალებში? ვინაიდან, რაც დოკუმენტები მაქვს ნანახი, ეს ტელეფონები გადაგზავნილი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში. მან მითხრა, რომ ეს მასალა ჩვენთვის გადმოცემული არ არის და საერთოდ, რა მასალაზეა საუბარი არ იცის. 

ბუნებრივია, ვიდრე ოფიციალურად მოხდებოდა დალუქვა და გადაგზავნა, ან შეიძლება იქ იყოს გაგზავნილი და ლუქი მოხსნეს და ისე ამოიღეს, პიარულად გადასცეს ტვ "იმედს" რომ ეს გაუგებარი პროპაგანდა აეწყოთ",- ამბობს ბექა ბასილაია. 

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო მედიით გავრცელდა მასალები, რომელიც მათივე მტკიცებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის გეგმას ასახავს. 

მოგვიანებით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერების შესახებ პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის ფარგლებში, ადვოკატებს 20 ოქტომბერს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი