საქართველოს მესამე პრეზიდენტთან საპატიმროში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება. ექიმმა მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე დღეს მედიასთან მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ 22-დღიანი შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მძიმედ მოქმედებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ემოციურად თავს მხნედ გრძნობს.
" ძალიან კარგია, რომ რეანომობილი დგას აქ, იმიტომ, რომ თუ საჭირო იქნა დაგვეხმარება. კონსილიუმი მუშაობს რა უნდა მოხდეს შემდეგ, თუ რაღაცა მდგომარეობაა, რა უნდა მიეცეს ავადმყოფს და ა.შ. ხვალ იკრიბებიან, მე რამდენადაც ვიცი ციხეში",- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 22 დღეა შიმშილობს.