ბათუმში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა | არიან დაშავებულები 

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავტომანქანებში ოთხი ადამიანი იყო. 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანია გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. მას ქვედა კიდურების აქვს დაზიანებული.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი