კიდევ 42 გარდაცვლილი და 4 467 ახალი შემთხვევა - 23 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 1 790 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 487 კვლევა, აქედან 31 051 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 436​ ​PCR-ით. 22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,51%-ია, ბოლო 14 დღის - 8,94%-ია, 7 დღის - 9,09%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 462 შემთხვევა;
  • აჭარა - 119;
  • იმერეთი - 876;
  • ქვემო ქართლი - 283;
  • შიდა ქართლი - 300;
  • გურია - 78;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322;
  • კახეთი - 734;
  • მცხეთა-მთიანეთი - 123;
  • სამცხე-ჯავახეთი - 107;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 52 601 აქტიური შემთხვევაა. 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 286. მძიმე პაციენტია 1 425 პირი, მათ შორის, თბილისში - 498, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი,  მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.

993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 - თბილისში, 224 - აჭარაში. 45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 688 804 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 626 478 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 699 კი გარდაიცვალა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი