5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება თითქმის 91%-ით ეფექტურია - Pfizer

გამოქვეყნდა:

Pfizer-ი და მისი პარტნიორი BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა თითქმის 91%-ით ეფექტურია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომური ინფექციების პრევენციისთვის. ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიები მათივე კვლევაზე დაყრდნობით, მხარს უჭერენ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში "კოვიდ-19-ის" ვაქცინის კონკრეტული, ბავშვთა დოზების გამოყენებას.

კვლევაში მონაწილეობდა 2,268 ბავშვი ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებმაც მიიღეს ორი დოზა სამი კვირის განმავლობაში. თითოეული დოზა იყო მოზარდებისა და მოზრდილებისთვის მიცემული დოზის მესამედი. მათი თქმით, მცირე დოზა სპეციალურად შეირჩა, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი გვერდითი მოვლენების გამოწვევის რისკი.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი დოზის ვაქცინა თითქმის 91%-ით ეფექტურია. მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებსაც დაბალი დოზით აცრები ჩაუტარდათ, განუვითარდათ ანტისხეულების ისეთი დონე, როგორც სრულად ვაქცინირებულ მოზარდებსა და მოზრდილებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი