ელექტროლიტური დისბალანსი პირდაპირი ჩვენებაა ჰოსპიტალიზაციის - ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

თუ იქ არის ელექტროლიტური დისბალანსი, მე არ ვარ ჩახედული საქმეში და არ ვიცი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ჩვენება ჰოსპიტალიზაციის - აცხადებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.

დღეს უკვე 23-ე დღეა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს. ხელისუფლება კი მის ჰოსპიტალიზაციას საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ციხის საავადმყოფოში აპირებს, რაც ექიმების თქმით, დაუშვებელია.

მედიკოსები ამბობენ, რომ შესაძლო გართულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც დროული სამედიცინო დახმარება პრობლემა არ იქნება 

"აუცილებლად მულტიპროფილურ ჰოსპიტალში. ეს არ შეიძლება იყო ჰოსპიტალი სადაც ნევროლოგიური დახმარებისთვის ღუდუშაურში გიწევს გადაყვანა, რაღაცა სხვისთვის კიდე სადღაც" - ამბობს გეგეჭკორი "მთავარ დებატებში" საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რომ სახიფათო და კრიტიკულ ფაზაში შედის ამაზე სხვა მედიკოსებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში. 

ამავე თემაზე:



 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი