კატეგორიულად მოსათხოვია, ბატონი მიხეილი იყოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი - ექიმი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადაცემაში, "მთავარ დებატებში" ექიმი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.

ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ციხის საავადმყოფოს პერსონალი საკმარისი არ იქნება.

"როგორც გვარწმუნებენ, ციხის საავადმყოფო აღჭურვილია და ვიცი, რომ აღჭურვილია და პერსონალიც შესაბამისია, მაგრამ ის მოთხოვნები, რაც მე ჩამოვთვალე ამას ციხის პერსონალი რაოდენობრივადაც კი ვერ გაუძლებს.

იქ მეთვალყურეობაა საჭირო, მონიტორინგის სისტემაა ასაწყობი, სუფთა ლოჯისტიკური საკითხებია, სადაც ექიმი ვერაფერს გააკეთებს, თუ მას არ ჰყავს დამხმარე, ეს ერთი. მეორე, დიაგნოსტიკური პროცედურების სისწრაფე და ვალიდური პასუხის გაცემა. ექიმი როდესაც რაღაცას ნახულობს, მან უნდა გაიაზროს, შეათანხმოს ცოდნის იმ წყაროსთან, რასაც გაიდლაინს ვეძახით, თუ კარგად იცით ხო კარგი, მაგრამ ბატონი მიხეილი ექსტრაორდინალური პაციენტია, თავისი წინამდგომარეობით და შიმშილობის ხანგრძლივობის ვადიდან გამომდინარე, ამიტომ ვთვლი, რომ მისი გადაყვანა აუცილებელია და კატეგორიულად მოსათხოვია, ბატონი მიხეილი იყოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებაში და მეორე კატეგორიული მოთხოვნაა, ასეთი დაწესებულება იყოს საპატიმროში",-თქვა მან.

დღეს უკვე 23-ე დღეა, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს. ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ფაზაში შედის.  

ამავე თემაზე:

ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შესაძლოა დარჩა თითზე ჩამოსათვლელი დღეები - ჩალაძე 
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი