კიდევ 43 გარდაცვლილი და 3 436 ახალი შემთხვევა - 24 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 4 483 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 32 031 კვლევა, აქედან 19 618 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 393​ ​PCR-ით. 23 ოქტომბერს აიცრა 4 209 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,73%-ია, ბოლო 14 დღის - 9,06%-ია, 7 დღის - 9,13%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 208 შემთხვევა;
  • აჭარა - 87;
  • იმერეთი - 729;
  • ქვემო ქართლი - 221;
  • შიდა ქართლი - 195;
  • გურია - 98;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235;
  • კახეთი - 539;
  • მცხეთა-მთიანეთი - 48;
  • სამცხე-ჯავახეთი - 68;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 51 511 აქტიური შემთხვევაა. 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 256, აჭარაში - 496, იმერეთში - 1 288. მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში - 545, აჭარაში - 132, იმერეთში - 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 28.

957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 218 - აჭარაში. 44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 692 240 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 630 961 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 742 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი